აგროლოგი

ხშირად დასმული კითხვები

რა არის აგროლოგი?
აგროლოგი არის აგრო ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც თქვენს ვენახებს და მარანს აკავშირებს ღრუბლოვან ინფრასტრუქტურასთან. აგროლოგის დახმარებით თქვენ გააკონტროლებთ თქვენს აგროტექნიკას, შეწამვლას, მორწყვის საჭიროებას, ადგილობრივ კლიმატურ მდგომარეობას, გექნებათ ჩანაწერები ტექნიკის მოძრაობაზე, ამინდის მდგომარეობაზე, ასევე დაავადებების განვითარების რისკებზე, რაზეც მიიღებთ შეტყობინებებს სმს და იმეილის საშუალებით. aამასთან ერთად შეგიძლიათ უმარტივესად შექმნათ ელექტორნული ეტიკეტი თქვენი ღვინისთვის სრულიად უფასოდ.
ტემპერატურის კონტროლის სისტემა
შექმნილია მეღვინეებისთვის. აგროლოგის სისტემით თქვენ შეძლებთ გააკონტროლოთ მარნის, ცალკეული ავზების თუ ქვევრების ტემპერატურა დისტანციურად, ტელეფონის აპლიკაციით ან კომპიუტერით, ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეცვალოთ ტემპერატურა, ნახოთ წარსული ტემპერატურული ჩანაწერები გრაფიკების სახით ცალკეულ ავზებზე თუ ქვევრებზე.
ამინდის მონიტორინგის სისტემა
ჩვენი მეტეოსადგურები მუშაობს მზის სისტემაზე, ასევე არ საჭიროებს ინტერნეტს. სულ ჩართულია და სერვერზე აგზანის ტემპერატურას, ტენიანობას, ატმოსფერულ წნევას და წვიმის რაოდენობას. შემდეგ ჩვენი მოდელირების სისტემა აგენერირებს დაავადების განვითარების რისკებს და სხვა პარამეტრებს რაც საჭიროა ვენახის მონიტორინგისთვის.
დაავადებების პროგნოზირების სისტემა
ჩვენი სისტემა ახდენს ჭრაქის და ნაცრის განვითარების რისკების პროგნოზირებას. ადგენს ვენახის მორწყვის საჭიროებას. ასევე ახდენს ანალიზს ვენახის შეწამვლის ოპტიმალური დროის შესახებ. ამ ყველა მონაცემის დამუშავების შემდეგ ავტომატურად გიგზავნით შეტყობინებებს საჭირო დროს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ და რისკების ცვლილებების შესახებ.
რატომ არის აგროლოგის სისტემები უკეთესი?
ჩვენი სისტემა მუდმივად ჩართულია და აანალიზებს დაავადების განვითარების ეტაპებს დაწყებული სპორების გამოსვლიდან დასრულებული აქტიური ეპიდემიის განვითარების რისკებამდე. ამასთან ერთად ითვლის წვიმის რაოდენობას. გატყობინებთ დაავადების განვითარების რისკების ცვლილებაზე, ასევე თუ მოხდა წამლის ჩამორეცხვა ფოთლებიდან წვიმის შედეგად
რა არის QR კოდის გენერატორი?
QR კოდების გენერატორი შექმნილია მეღვინეებისთვის რომ მარტივად შექმნან ევროპული რეგულაციების შესაბამისი ელექტრონული ეტიკეტები. ეტიკეტის შესაქმნელად საჭიროა მხოლოს ლაბორატორიული ანალიზების ქონა, დანარჩენს ჩვენი პლატფორმა ავტომატურად აკეთებს. კერძოდ, აგროლოგის პლატფორმა ავტომატურად დაითვლის კვებით ღირებულებას და გადათარგმნის ევროპული კანონმდებლობის შესაბამის 24 ენაზე.
რატომ არ შეიძლება უფასო QR გენერატორის გამოყენება?
ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია უნდა იყოს გამიჯნული მარკეტინგული ინფორმაციისგან. QR კოდი რომელიც მომხმარებელს ამისამართებს კერძო ვებგვერდთან არ შეესაბამება მოთხოვნილ რეგულაციას. ჩვენი ელექტრონული ეტიკეტების სისტემა სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას.
ფასები
• 3 QR კოდი – უფასოდ!
• 15 QR კოდი – 50 ლარი/წელიწადში
• ულიმიტო QR კოდები – 200 ლარი/წელიწადში
• ამინდის მონიტორინგი – მეტეოსადგური 500 ლარი + 300 ლარი/წლიურად (მოიცავს ქრ კოდების გენერატორის მომსახურებასაც)
• ვაზის დაავადებების პროგნოზირების სისტემა – მეტეოსადგური 500 ლარი + 500 ლარი/წლიურად (მოიცავს ქრ კოდების გენერატორის სისტემას უფასოდ)
• მარნის ტემპერატურის კონტროლი (16 სენსორიანი მოდელი) – მოწყობილობა 2000 ლარი + 500 ლარი/წლიურად (მოიცავს ქრ კოდების გენერატორის სისტემას უფასოდ)
დაგვიკავშირდით
📞 +995 599 79 00 07
📧 info@agrolog.ge
🌐 www.agrolog.ge